SELFIE: პრაქტიკული ინსტრუმენტი სკოლებისათვის

რა არის სელფი?
" სელფი" უფასო თვითშეფასების ინსტრუმენტია, რომელიც სკოლებს დაეხმარება შეაფასონ, როგორ იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს ინოვაციური და ეფექტური სწავლისათვის . "სელფი" სკოლებს საშუალებას აძლევს მომენტალური სურათი დააფიქსირონ თუ აჟამად სად იმყოფებიან სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, რისთვისაც მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სკოლის ხელმძღვანელების მოსაზრებებს ეყრდნობიან. "სელფი" სკოლას საშუალებას აძლევს პერიოდულად განახორციელოს პროგრესის მონიტორინგი.
რას ზომავს "სელფი"?
მასწავლებლებთან, სკოლის ლიდერებთან და მოსწავლეებთან დასმული შეკითხვების საშუალებით, "სელფი" ზომავს თუ რა დონეზე იმყოფება სკოლაში  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების კუთხით. 
სკოლის ლიდერების შეკითხვები შეეხება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას სასკოლო სტრატეგიებში, მასწავლებლების - სასწავლო პრაქტიკაში ციფრული კომპეტენციის დონის გადასამოწმებელია, ხოლო მოსწავლეების ციფრული ტექნოლოლოგიების გამოყენების გამოცდილებას და სასწავლო პრაქტიკას ამოწმებს. თითოეულ სკოლას საშუალება აქვს კითხვები სურვილისამებრ შეცვალოს ან სკოლის საჭიროებებს მოარგოს.
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის ლიდერთა გუნდმა 2019 წლის 4 - 10 მარტს "სელფის" გამოყენებით დაწყებით და საბაზო საფეხურზე შეაფასა ციფრული სასწავლო პრაქტიკა და მასზე დაყრდნობით შეიმუშავა ციფრული სტრატეგია. გამოკითხვა გამოირჩეოდა  მონაწილეთა მაღალი აქტივობით, რომელსაც დიაგრამების საშუალებით წარმოგიდგენთ:



მუხრანის #1 საჯარო სკოლის "სელფი" 

No comments:

Post a Comment