ციფრული ინოვაციების და რესურსების გამოყენება მესამე კლასში

    პროექტის ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა ციფრული კვლევებისა თუ გამოკითხვების პერიოდში გამოიკვეთა პრობლემა "სწავლა - სწავლებისას ცოდნათა შორის უთიერთკავშირის დამყარების სირთულეები დაწყებით საფეხურზე" მასწავლებელთა გამოკითხვამ აჩვენა რომ ეს პრობლემა გამოწვეულია გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული სირთულეებით. ამიტომაც პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასკოლო სტრატეგიის ძირითადად ნაწილს ,პირველ ეტაპზე ,წარმოადგენს მოსწავლებში გაგება-გააზრების ხელშეწყობის მიზნით შემდეგი ციფრული  აქტივობების გამოყენება: edmodo.com; kahoot.it; plickers.com; learningApps.org;  edshelf.com;  ka.khanacademy.org. საპილოტე კლასად შერჩეულ იქნა III (2)კლასი.
  ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის III (2) კლასის ხელმძღვანელი ქ-ნი ბელა გურგენიძე ჩვენი გუნდის წევრია, პილოტირების ეტაპზე სწორედ მან დანერგა ზემოთ ჩამოთვლილი ციფრული აქტივობები საკლასო ოთახში.  
LearningApps.org- ში მასწავლებელი თავად ქმნის სასწავლო რესურსს, რომელიც მოსწავლეებს უადვილებს შედარებით რთული საკითხების გაგება-გააზრებას , აზიარებს მას edmodo-ს საშუალებით და მუშაობის შემდგომ ,შემაჯამებელ ეტაპზე , გაგება-გააზრებას ამოწმებს plickers.com-ში შექმნილი კითხვარის საშუალებით რა თქმა უნდა პარალელურად იყენებს თავად edmodo-ს მრავალმხრივ შესაძლებლობებს. 

იხილეთ გაკვეთილის ამსახველი ფოტოები:








ქ-მა ბელა გურგენიძემ, პროექტის ფარგლებში, რესურსები შექმნა როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში , რომელთაც უკვე  წარმატებით იყენებენ სამივე მესამე კლასის მასწავლებლები. 
ქვემოთ წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პლატფორმაზე - Learningapps.org შექმნილი რესურსების ბმულებს
















No comments:

Post a Comment