სკოლის ციფრული სტრატეგია

   პროექტის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა ციფრული კვლევებისა თუ გამოკითხვების პერიოდში გამოიკვეთა პრობლემა: "სწავლა - სწავლებისას ცოდნათა შორის კავშირის დამყარების სირთულეები დაწყებით საფეხურზე". პედაგოგთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზია გაგება - გააზრებასთან დაკავშირებული სირთულეები. ამიტომაც, პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასკოლო სტრატეგიის ძირითად ნაწილს, პირველ ეტაპზე, წარმოადგენს მოსწავლეებში გაგება- გააზრების ხელშეწყობის მიზნით შემდეგი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება: edmodo.com; plickers.com; Learningapps.org; ka.khanacademy.org. საპილოტე კლასად შერჩეულ იქნა III (2) კლასი (კლასის ხელ-ლი: ბელა გურგენიძე).

No comments:

Post a Comment