ტრენინგები ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით

     ამერიკის საელჩო  საქართველოში (US Embassy Tbilisi, Georgia) მიიჩნევს, რომ კოდირების სფეროში ქალთა რაოდენობა საგრძნობლად დაბალია და რეგულარულად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში გოგონებისა და ქალების გაძლიერებაზე. 
     საელჩოს მიერ ამ მიზნით განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთში 04.04.2019 -დან ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ "ბური' - ს (კლუბს ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქ-ნი - ნინო დოლიშვილი ) წევრები ჩაერთნენ და წარმატებით გაიარეს კოდირების ხუთკვირიანი კურსი.
      "ამერიკის კუთხე - ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას აშშ-ს დახმარებით ცდილობენ" - სიუჟეტი ტელეკომპანია "რუსთავი 2" - მა მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ახალ გამოწვევას მიუძღვნა.  ისინი სკოლის ლიდერთა გუნდის და საქველმოქმედო ფონდ "პატრიოტის" მხარდაჭერით "Intro to Computer Programming" დაეუფლნენ.
     განსაკუთრებულ მადლობა - ჯეისონ ენდერსს, რომელმაც მოიწადინა და ჩაატარა ეს სწავლება - აღნიშნავენ სკოლის ადმინისტრაცია  და კლუბ "ბური"- ს წევრები: ა. თათარაშვილი; მ. გოგოლაშვილი; ა, პაპიაშვილი; ქ. ბაინდურაშვილი; ა. ძიძიშვილი; ნ. მინაგორაშვილი; ა. მეხატიშვილი; რ. ეგიაშვილი.











No comments:

Post a Comment