2014 წელს ესტონეთის მთავრობამ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სტრატეგია დაამტკიცა 2014-2020 წლებისთვის. ხუთი სტრატეგიული
მიზნიდან ერთ-ერთს ციფრული განვითარება (Digital Turn) წარმოადგენდა – 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა განათლების ყველაზე საფეხურზე BYOD (მოიტანე საკუთარი მოწყობილობა) მიდგომის გამოყენებით.
ციფრული განვითარების ძირითად ფოკუსს სკოლა წარმოადგენდა,
ვინაიდან ესტონელებს სჯერათ რომ რადიკალური ინოვაცია სკოლის კულტურის ცვლილებას საჭიროებს. სკოლის ლიდერების, მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების როლის ცვლილება ყველაზე ეფექტიანად სკოლის დონეზე შეიძლება განხორციელდეს, კოორდინირებული და თანამონაწილეობითი ძალისხმევის
საშუალებით.
“სამსუნგ ელექტრონიქსი ბალტიისპირეთის” დაფინანსებით ტალინის უნივერსიტეტმა ციფრული სკოლის განვითარების საპილოტე პროექტი 2014 წელს რვა სკოლაში დაიწყო. თითოეულმა საპილოტე სკოლამ ციფრული ინოვაციის უნიკალური მოდელი შეიმუშავა, საკუთარი კონტექსტის გათვალისწინებით. ზოგმა სკოლამ ტრადიციული ბეჭდური სახელმძღვანელოს ჩანაცვლება გადაწყვიტა მასწავლებლის მიერ შექმნილი ციფრული რესურსებით, სხვებმა ციფრული თხრობის მოდელზე, ელექტრონული პორტფოლიოების საშუალებით განმსაზღვრელი შეფასებების გამოყენებაზე, ენის ციფრულ იმერსიაზე, ან სმარტფონების
გამოყენებით თამაშზე-დაფუძნებული სწავლების დანერგვაზე იმუშავეს. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საპილოტე სკოლებმა ციფრული განვითარების პროექტის საწყისი ფაზა დაასრულეს. “სამსუნგის” ციფრული განვითარების საპილოტე სკოლების უმრავლესობა ინოვატორი ლიდერები გახდნენ თავიანთ რეგიონებში, ინოვაციური პრაქტიკის გასავრცელებლად სკოლის კარი გაუღეს სხვა სკოლის მასწავლებლებსაც.
გუსტაფ ადოლფის სკოლა:
კონგუტას საჯარო სკოლა:
ტალინის ცენტრალური რუსული გიმნაზია:
გუსტაფ ადოლფის სკოლა:
კონგუტას საჯარო სკოლა:
ტალინის ცენტრალური რუსული გიმნაზია:
No comments:
Post a Comment