პროექტის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობები

                 პროექტ " ციფრული სკოლა - საქართველოს" ფარგლებში ლაური ქასაბიშვილის ( გუნდის წევრი, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი) მიერ საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ჩატარდა ვიქტორინა სახელწოდებით " მხიარული მათემატიკა", სადაც მონაწილეთა შეფასებისთვის გამოიყენა ციფრული ინსტრუმენტი - http://plickers.com . მოსწავლეები დაყო გუნდებად, თითოეული გუნდის (გუნდს ხელმძღვანელობდა - კაპიტანი) შემადგენლობაში შედიოდა ხუთი მონაწილე საბაზო საფეხურის  ყველა კლასიდან. ვიქტორინა ჩატარდა 3 ეტაპად, მესამე ეტაპი მოიცავდა ლოგიკურ კითხვებს. დასასრულს გაიმართა შეჯიბრი კაპიტნებს შორის, სადაც შეფასებისთვის გამოიყენა ასევე ციფრული ინსტრუმენტი http://kakhoot.it. ვიქტორინამ როგორც მოსწავლეების, ასევე დამსწრე პედაგოგების დიდი მოწონება დაიმსახურა. გამარჯვებულ გუნდებს სკოლის დირექციამ  მიანიჭა ტიტული -  "სკოლის მოაზროვნეები" და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
იხ. ღონისძიების ამსახველი თანდართული ფოტოები:












 პროექტ - "ციფრული სკოლა საქართველოს" ფარგლებში ლიდერთა გუნდის წევრებთან ერთად მთვარისა თალაკვაძემ სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტის გამოყენება შეისწავლა   , რომელთა დანერგვამ საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახადა. მას უკვე რანდენიმე წელია   პრაქტიკაში დანერგლი აქვს პროექტებით სწალებისას ისეთი პლატფორმების გამოყენება, როგორებიცაა https://code.org/  და https://ka.khanacademy.org/ edmodo.com-ში შექმნილი  აქვს კლასები, ჰყავს  მოწვეული მოსწავლეები, მათ ხშირად უგზავნის როგორც მათემატიკის, ასევე ისტ-ის გაკვეთილის თემასთან დაკავშირებულ ვიდეოებს და სავარჯიშოებს , რომლებსაც იძიებს https://ka.khanacademy.or-ში. edmodo.com- ში ადგენს ისეთ ტესტებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება სიღრმისეულად გაიაზრონ ახალი მასალა.  VI კლასში ისტ-ში შესწავლილი საპრეზენტაციო პროგრამის PowerPoint- ის შემაჯამებელ მეცადინეობაზე ქ-მა მთვარისამ შეფასებისთვის გამოიყენა ციფრული ინსტრუმენტი - http://plickers.com. გთავაზობთ გაკვეთილის პროცესის ამსახველ ფოტომასალას.














     მათემატიკისა და ისტ-ის პედაგოგი მთვარისა თალაკვაძე სიახლეების დანერგვას VIII კლასის მოსწავლეებთანაც ახორციელებს და მათ სწავლის მოტივაციას სძენს. პროექტის ფარგლებში ქ-მა მთვარისამ ჩაატარა სამოდელო გაკვეთილები, სადაც არაერთი ციფრული რესურსი გამოიყენა. მოსწავლეები დიდი ინტერესით სწავლობენ ისეთი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას, როგორიცაა  http://plickers.com და https://padlet.com.
იხილეთ მთვარისა თალაკვაძის მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტომასალა:












 



   პროექტ - "ციფრული სკოლა საქართველოს" ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ვერიკო მახარაშვილმა შეისწავლა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენება, რომლებიც საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. ჯერ-ჯერობით  პრაქტიკაში დანერგა edmodo.com. შექმნა კლასები, მოიწვია მოსწავლეები. მათ ხშირად უგზავნის გაკვეთილის თემასთან დაკავშირებულ ვიდეოებს, რომლებსაც იძიებს https://ka.khanacademy.or-ში. ადგენს ისეთ ტესტებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება სიღრმისეულად გაიაზრონ ახალი მასალა. edmodo.com-ს იყენებს ასევე შემაჯამებელი გაკვეთილისთვის.
     პროექტის ფარგლებში ვერიკომ ჩაწერა ინტერვიუები III კლასის მოსწავლეებთან, რათა დაგვედგინა, თუ რა უშლით ხელს ახალი მასალის გაგება - გააზრებაში ან როდის იგებენ უკეთ ახალ მასალას, როგორი გაკვეთილებია მათთვის საინტერესო.
ბავშვების უმრავლესობამ აღნიშნა , რომ გაკვეთილი უფრო საინტერესოა, როცა მასწავლებელი იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, აჩვენებს ვიდეოს შესასწავლ მასალასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ეხმარება მათ ახალი მასალის უკეთ გაგება - გააზრებაში.
იხილეთ ვერიკო მახარაშვილის მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი თანდართული ფოტოები:













   ჩვენი სკოლის გუნდის წევრმა ნონა გურგენიძემ VI კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: " ნივთიერება და ნარევი".
   გაკვეთილის დასკნით ნაწილში შეჯამებისას განახორციელა ტესტირება ციფრული ინსტრუმენტის - Plickers.com გამოყენებით, რამაც ბავშვებში საგრძნობლად აამაღლა მოტივაცია და მასწავლებელს დაეხმარა მცირე დროში შეეჯამებინა და გაეანალიზებინა, თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა ახალი მასალა.












No comments:

Post a Comment