პროექტის აქტივობები


პროექტში მონაწილეობა:


მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სკოლის 6 წევრისაგან შემდგარ გუნდს, რომელსაც ესმის ციფრული ცვლილებების როლი საკუთარი სკოლის კონტექსტში და მოტივირებულები არიან:

  • შეისწავლონ ის ცვლილებები, რასაც ტექნოლოგიების დანერგვა განაპირობებს განთლებაში;
  • განაახლონ თავისი სასწავლო პრაქტიკა, რათა მხარი აუბან ციფრულ სასწავლო ეპოქის მოთხოვნებს მოსწავლეების სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • მონაწილეობა მიიღონ უკეთესი სკოლის შექმნაში, და მზად არიან ერთობლივად განახორციელონ ცვლილებები;
  • გადაწყვეტილებები სასკოლო და საკლასო პრაქტიკის კვლევიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე მიიღონ.

სკოლის გუნდი მოიცავს; სკოლის დირექტორს, ინფორმაციულ მენეჯერს და მასწავლებლებს.

სკოლის გუნდების ტრენინგი

სკოლის გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგში. გუნდები:
  • ჩამოაყალიბებენ საერთო ხედვას და სკოლის ციფრული ინოვაციის შესახებ იდეებს გაუზიარებენ ერთმანეთს;
  • ციფრული ინსტრუმენტის საშუალებით სკოლის თვით-შეფასების რეპორტს შექმნიან, ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პრაქტიკაში საკუთარ მიღწევებსა და გამოწვევებს გააანალიზებენ;
  • სპეციალური ონლაინ ინსტრუმენტის საშუალებით სკოლის ციფრულ სტრატეგიას შექმნიან და ონლაინში განათავსებენ;
  • სკოლის ციფრულ დღის წესრიგს პოპულარიზებას გაუწევენ სასკოლო საზოგადოებაში, მათი თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად;
  • ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს, სერვისებსა და მასალებს გაეცნობიან ინოვაციური ციფრული სასწავლო პრაქტიკის დასანერგად;
  • ინოვაციურ პრაქტიკას სხვა სკოლებს გაუზიარებენ მათთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.


ტრენინგების ციკლი 2019 წლის თებერვალში დაიწყება. ტრენინგი 24 საკონტაქტო საათისგან სედგება, რომელიც 4 დღეზეა განაწილებული, თვეში 1 შეხვედრა.


ფინალური კონფერენცია



ფინალური კონფერენცია ბათუმში გაიმართება. კონფერენციის განმავლობაში გუნდები ციფრული სასწავლო პრაქტიკის მაგალითებსა და წარმატებულ ისტორიებს გაუზიარებენ ერთმანეთს. ასევე ინფორმაციას მიიღებენ მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ტენდენციების შესახებ.

No comments:

Post a Comment