ციფრული ინოვაციები
პროექტის დიზაინი შემდეგ იდეებსა და მოსაზრებებს ეყრდნობა:
- პედაგოგიკა მართავს ტექნოლოგიას და არა პირიქით. ტექნოლოგიების განათლებაში ინტეგრირება სამ ურთიერთდამოკიდებულ სფეროს მოიცავს პედაგოგიკა, ტექნოლოგია და ცვლილებების მენეჯმენტი.
- ცვლილებები ორგანიზაციულ (სკოლის) დონეზე მიიღწევა. შესაბამისად, ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პრქტიკის მნიშვნელობის "მთელი სკოლის" დონეზე გააზრება, ხედვის გაზიარება და დანერგვაში სასკოლო საზოგადოების თანამონაწილეობა წარმატებული ციფრული სკოლის აუცილებელი ინგრედიენტებია.
- გარშემო უამრავი "ჭკვიანი" ინსტრუმენტია მონაცემების მოსაგროვებლად და გასაანალიზებლად. ჩვენსეა დამოკიდებული რამდენად ჭკვიანურად გამოვიყენებთ მათ მოსწავლეების სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
- წარმატებული ისტორიების და პრაქტიკის მაგალითების გაზიარება, სკოლის შიგნით და გარეთ, ხელს შეუწყობს ციფრულ ცვლილებებს და მეტ მოტივაციას გვმატებს ჩვენი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
No comments:
Post a Comment